GEO ENG
ახალი ამბები

9-10 ივნისი. გამოვლინდა საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები

ამა წლის 9 და 10 ივნისს ქ. ქუთაისში და ქ. თერჯოლაში ჩატარდა შესარჩევი კომისიის სხდომები, სადაც გამოვლინდა მცირე ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები.

დაწვრილებით


23-25 აპრილი. აგროტურიზმის განვითარების ცენტრმა “ქორენამ” მონაწილეობა მიიღო მე-12 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში

ამა წლის 23-25 აპრილს აგროტურიზმის განვითარების ცენტრმა “ქორენამ” ჩეხური ორგანიზაციის “ადამიანი გაჭირვებაში” მხარდაჭერით მონაწილეობა მიიღო ტურიზმის მეთორმეტე საერთაშორისო გამოფენაში სახელწოდებით “კავკასიური ტურიზმი 2010”. გამოფენაში მონაწილეობდნენ როგორც ქართული, ასევე სომხური და აზერბაიჯანული ტურისტული სააგენტოები.

დაწვრილებით


6-16 აპრილი. საკონსულტაციო შეხვედრები მიზნობრივ თემებში ბიზნეს-გეგმის ფორმის შევსებაზე

ამა წლის 6-12 აპრილს ჩატარდა საკონსულტაციო შეხვედრები საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის ბიზნეს-გეგმის ფორმის შევსებასთან დაკავშირებით. თითოეულ რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრში, კერძოდ, ქქ. წყალტუბო, თერჯოლა და ხონი, ჩატარდა ორ-ორი ასეთი შეხვედრა და ერთი შეხვედრა დამატებით ჩატარდა “ადამიანი გაჭირვებაში”-ს ქუთაისის ოფისში.

დაწვრილებით


1 აპრილი. გამოცხადდა საგრანტო კონკურსი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაზე

“ადამიანი გაჭირვებაში” ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაზე. თერჯოლის, წყალტუბოს და ხონის რაიონის ყველა მცხოვრებს, ვისაც სურს ახალი ბიზნესის ან განსაზღვრულ შემთხვევებში არსებული სასოფლო-სამეურნეო ან არასასოფლო-სამეურნეო ბიზნესის გაფართოვება, შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება. სხვა თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება შემდეგი მიზნობრივი თემებიდან წარმოდგენილ პროექტებს:

დაწვრილებით


25-26 მარტი. ფოკუს-ჯგუფები ხონის რაიონის მიზნობრივი თემების მოსახლეობასთან

ამა წლის 25-26 მარტს ჩატარდა ფოკუს-ჯგუფები ხონის რაიონის მიზნობრივ თემებში. წინასწარი კონსულტაციების შედეგად სამუშაოდ შერჩეული იქნა 5 თემი, კერძოდ კუხი, ქ. ხონი, ნახახულევი, ქუტირი და ივანდიდი.

დაწვრილებით


MARKET.GE - Georgian Market - Georgia Business Directory & Trade Centre - Tbilisi, Caucasus

ჩვენი დონორები





ჩვენი პარტნიორები







ვალუტის კურსი



ამინდის პროგნოზი

იტვირთება...


Copyright © PEOPLE IN NEED 2009