25-26 მარტი. ფოკუს-ჯგუფები ხონის რაიონის მიზნობრივი თემების მოსახლეობასთან
ამა წლის 25-26 მარტს ჩატარდა ფოკუს-ჯგუფები ხონის რაიონის მიზნობრივ თემებში. წინასწარი კონსულტაციების შედეგად სამუშაოდ შერჩეული იქნა 5 თემი, კერძოდ კუხი, ქ. ხონი, ნახახულევი, ქუტირი და ივანდიდი.
17-22 მარტი. ფოკუს-ჯგუფები წყალტუბოს რაიონის მიზნობრივი თემების მოსახლეობასთან
ამა წლის 17-22 მარტს ჩატარდა ფოკუს-ჯგუფები წყალტუბოს რაიონის მიზნობრივ თემებში. წინასწარი კონსულტაციების შედეგად სამუშაოდ შერჩეული იქნა 7 თემი, კერძოდ გუმბრა, ქ. წყალტუბო, გვიშტიბი, ცხუნკური, ოფურჩხეთი, გეგუთი და მაღლაკი.
11-15 მარტი. ფოკუს-ჯგუფები თერჯოლის რაიონის მიზნობრივი თემების მოსახლეობასთან
ამა წლის 11-15 მარტს ჩატარდა ფოკუს-ჯგუფები თერჯოლის რაიონის მიზნობრივ თემებში. წინასწარი კონსულტაციების შედეგად სამუშაოდ შერჩეული იქნა 4 თემი, კერძოდ ღვანკითი, ახალი თერჯოლა, გოდოგანი და ალისუბანი.
3-4 მარტი, 2010 წელი. საწყისი შეხვედრები წყალტუბოს, ხონის და თერჯოლის რაიონების მოსახლეობასთან
ამა წლის 3 და 4 მარტს ჩატარდა საწყისი შეხვედრები წყალტუბოს, ხონის და თერჯოლის მოსახლეობასთან, რომელთა მიზანი იყო დამსწრეთა ზოგადი ინფორმირება PIN-ის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების და პრინციპების შესახებ და აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება მიზნობრივ თემებში. შეხვედრებზე მოწვეულნი იყვნენ შესაბამისი თემების წარმომადგენლები და ადგილობრივი მედია, თუმცა დასწრება თავისუფალი იყო ყველა მსურველისათვის. დამსწრეებს განემარტათ, რომ მიუხედავად მიზნობრივ თემებზე ძირითადი ორიენტაციისა, პროექტით გათვალისწინებულ ღონისძიებებში მონაწილეობა შეუძლია თერჯოლის რაიონის ყველა მუდმივ მცხოვრებელს.
16.12.2009 ტრენინგი მარკეტინგისა და სახსრების მოზიდვის უნარებში მცირე ბიზნესებისათვის
16 დეკემბერს თერჯოლის ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა ტრენინგი მარკეტინგისა და სახსრების მოზიდვის უნარებში მცირე ბიზნესებისათვის, რომელსაც ესწრებოდა 14 ადამიანი. აღნიშნული ტრენინგი მნიშვნელოვანი იყო მონაწილეთათვის იმიტომ, რომ რაიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის, ვისაც იმდენად არ მიუწვდება ხელი ინტერნეტისა და შესაბამისი ლიტერატურისადმი, განსაკუთრებით აქტუალურია გაყიდვების გაზრდის და დამატებითი სახსრების მოზიდვის საკითხები.