GEO ENG
საქართველოს მოწყველადი რაიონების ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა

არაკომერციული ორგანიზაცია “ადამიანი გაჭირვებაში” (People in Need) ახორციელებს აღნიშნულ პროექტს, როგორც ჰუმანიტარული დახმარების კომპლექსური პროგრამის ნაწილს. 2009 წელს პროექტი ხორციელდება თერჯოლის და ტყიბულის რაიონებში, ასევე გარკვეულ წილად ინგირის თემში (სამეგრელო).

პროექტის მიზნებია:

  1. აქტიური მოსახლეობის მხარდაჭერა სამეწარმეო საქმიანობაში, იმ ადამიანების დახმარება, რომელთაც გააჩნიათ კარგი ბიზნეს-გეგმა, მათი ცოდნის დონის ამაღლება ტრენინგებისა და კონსულტაციების მეშვეობით და დახმარება ფულადი სახსრების მოზიდვაში;
  2. მეწარმეთა თანამშრომლობის მხარდაჭერა კონკრეტული დარგებისა და ურთიერთდაკავშირებული პროცესების ჩარჩოში;
  3. ბიზნესის ხელშემწყობი გარემოს განვითარება.

პროექტის ამოცანებია:

  1.  
    • ეკონომიკურად მოწყველად რაიონებში მცირე საწარმოების რაოდენობის ზრდა;
    • ახალი მცირე/საოჯახო საწარმოების დამოუკიდებელი ეკონომიკური არსებობა, არარეგისტრირებულ საწარმოთა ჩათვლით (მინ. 30 საწარმო);
    • ახლად დაფუძნებული საწარმოების კვალიფიკაციის ამაღლება (30 საწარმო გაივლის ინტენსიურ ინსტრუქტაჟს და ისარგებლებს კონსულტაციებით);
    • არსებულ საწარმოებში სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდა (მინიმუმ 20 დამატებით შექმნილი სამუშაო ადგილი);
    • მეწარმეთა კვალიფიკაციის ამაღლება (20 მეწარმე გაივლის ინტენსიურ ინსტრუქტაჟს და ისარგებლებს კონსულტაციებით);
    • საწარმოების გაერთიანება ასოციაციებსა და ქსელებში;
    • ადრე დამოუკიდებელ საწარმოებს შორის ფორმალური და არაფორმალური კავშირების დამყარება (მინ. 5 ურთიერთდაკავშირებული საწარმო);
    • ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობა რეგიონულ ეკონომიკაში;
    • საინფორმაციო წყაროების არსებობა, რომელიც ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს ქმნის.

პროექტის ძირითადი სამიზნე ჯგუფია დამწყები და მოქმედი მეწარმეები, რომელთაც სურთ ახალი საქმის დაწყება ან უკვე არსებულის გაფართოვება.

პროექტის სამიზნე ჯგუფებია ასევე:

  • არაკომერციული ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ მეწარმეობის ხელშეწყობის დარგში;
  • სამიზნე თემების მცხოვრებლები, რომლებიც ისარგებლებენ დაფინანსებული პროექტების შედეგად თემის სასარგებლოდ განხორციელებული უკუგებით.

MARKET.GE - Georgian Market - Georgia Business Directory & Trade Centre - Tbilisi, Caucasus

ჩვენი დონორები





ჩვენი პარტნიორები







ვალუტის კურსი



ამინდის პროგნოზი

იტვირთება...


Copyright © PEOPLE IN NEED 2009