რეკომენდაციებისაქართველოში შემოსვლისა და საქართველოდან გასვლისათვის
საპასპორტო კონტროლის სპეციფიკა
საქართველოში შემოსვლისას ან საქართველოდან გასვლისას საპასპორტო კონტროლის დროს თქვენ უნდა გაითვალისწინოთ, რომ:
სარფის, სადახლოს, ლაგოდეხისა და წითელი ხიდის საბაჟო-გამშვები პუნქტების გავლით გადაადგილებისას, უცხოეთში რეგისტრირებული ავტომანქანების მძღოლების (აუცილებლობის შემთხვევაში მათი თანმხლები პირების) საპასპორტო და საბაჟო კონტროლს ახორციელებს საბაჟო მოხელე;
საზღვარზე გადაადგილებისას საბაჟო მოხელეს უნდა წარუდგინოთ პასპორტი ან სხვა სამგზავრო დოკუმენტი;
თუ თქვენ ხართ უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, ქვეყანაში შემოსვლისას უნდა წარმოადგინოთ სამგზავრო დოკუმენტი საქართველოს ვიზით (ვიზის საჭიროების შემთხვევაში);
თუ თქვენ ხართ საქართველოს მოქალაქე, ქვეყნიდან გასვლისას უნდა წარმოადგინოთ სამგზავრო დოკუმენტი დანიშნულების ქვეყნის ვიზით (ვიზის საჭიროების შემთხვევაში);
საპასპორტო კონტროლის გავლისას სამგზავრო დოკუმენტში კეთდება სპეციალური აღნიშვნა - “შემოსვლა” ან “გასვლა”. ამასთან, საქართველოს მოქალაქის შემოსვლისას აღნიშვნა “შემოსვლა” დაისმება მხოლოდ მისი მოთხოვნის შემთხვევაში;
უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში; გაძევებულ იქნა საქართველოდან ან არ გადაუხდია საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ ყოფნისათვის დაწესებული ჯარიმა, არ მიეცემა საქართველოში ყოფნის ნებართვა, მათ შორის - ვიზა.
საქონლის საბაჟო დეკლარაცია
ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებას ექვემდებარება ხელბარგით ან ბარგით გადატანილი
ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონელი;
იარაღი ან ასაფეთქებელი მასალები; ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებები; ანტიკვარული ან ხელოვნების ნიმუშები; მომწამვლელი ნივთიერებები ან მედიკამენტები; მცენარეები და ცხოველები (მათი ნაწილები ან მათგან მიღებული პროდუქცია); მაღალი სიხშირის რადიოელექტრონული მოწყობილობები ან კავშირგაბმულობის საშუალებები; რადიოაქტიური მასალები;
შინაური ცხოველები (ფრინველები); ცხოველებისა და მცენარეების ნაწილები ან მათგან მიღებული პროდუქცია;
30 ათასი ლარის (სხვა ვალუტაში მისი ეკვივალენტის) ზევით ნაღდი ფულის _ ეროვნული და უცხოური ვალუტის, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების გადაადგილება.
სატვირთო საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებას ექვემდებარება საბაჟო გადასახდელებისაგან გათავისუფლებულ საქონელზე მეტი ოდენობის (ღირებულების) საგნები და პირადი ნივთები; საქონელი, რომელთა შემოტანა-გატანისათვის საჭიროა ნებართვა ან/და ლიცენზია.
3000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების მქონე საქონელზე - ერთ დეკლარაციაზე 5 ევროს ეკვივალენტი ლარებში;
3000 ლარისა და მასზე მეტი საბაჟო ღირებულების საქონელზე - ერთ დეკლარაციაზე 60 ევროს ეკვივალენტი ლარებში.
საბაჟო გადასახადი - საქონლის საბაჟო ღირებულების 5% ან 12% (საქონლის სახეობის შესაბამისი განაკვეთის გათვალისწინებით), ხოლო ალკოჰოლურ სასმელებზე დადგენილია ფიქსირებული გადასახადის განაკვეთები.
დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) - 18%
აქციზი- ფიქსირებული გადასახადი, დიფერენცირებული საქონლის სახეობის მიხედვით.
ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების შემოტანა და გატანა
ნაღდი ფულის, ეროვნული და უცხოური ვალუტის (გარდა ნუმიზმატიკური მიზნებით გამოსაყენებლად გათვალისწინებულისა) და ფასიანი ქაღალდების შემოტანა და გატანა არ იბეგრება.
საბაჟო გადასახდელებისაგან გათავისუფლებული საქონლის იმპორტი - გათავისუფლების ლიმიტი
თქვენ შეგიძლიათ საქართველოში, დღე-ღამის განმავლობაში ერთხელ, თქვენთვის შემოიტანოთ შემდეგი დასახელების საქონელი, რომელზედაც არ დაგჭირდებათ საბაჟო დეკლარირება:
თამბაქოს პროდუქცია
200 ღერი
სიგარეტი
50 ცალი
სიგარელა ან
50 ცალი
სიგარა ან
250 გრამი
თამბაქოს ნაწარმი (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) ან
250 გრამი
საერთო წონით ზემოაღნიშნული ზღვრული ოდენობის ფარგლებში თამბაქოს დასახელებული ნაწარმის იმპორტი
ალკოჰოლური სასმელები
4 ლიტრი
ყველა სახის ალკოჰოლური სასმელი
კვების პროდუქტები
500 ლარამდე საერთო წონით 30 კგ-მდე
ბოსტნეული, ხილი, გამხმარი ხილი, მაკარონი და სხვა მსგავსი მზა პროდუქტი, თხილეული, შაქარი, კანფეტი, სხვადასხვა სახის საკონდიტრო ნაწარმი
სხვასაქონელი
1000 ლარამდე (საჰაერო ტრანსპორტით ფიზიკური პირის გადაადგილებისას 3000 ლარამდე) ღირებულების,
არა უმეტეს 50 კგ-მდე საერთო წონის საქონელი (გარდა ნავთობპროდუქტებისა და სამშენებლო მასალებისა), რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვ
გახსოვდეთ!
სასაზღვრო კონტროლის ან საბაჟო შემოწმების პროცედურების განხორციელებისათვის კანონით არანაირი გადასახადი ან ბაჟი არ არის დადგენილი.
საქართველოს კანონმდებლობით ისჯება ფიზიკური პირის მიერ საბაჟო დეკლარაციაში მცდარი ცნობების შეტანა და საზღვარზე საქონლის კანონმდებლობის დარღვევით გადაადგილება.
საბაჟო გადასახდელებისაგან, 500 ლარამდე ღირებულების (საერთო წონით 30 კგ-მდე) კვების პროდუქტების შემოტანის გათავისუფლების მიუხედავად, სეზონური ან სხვა გარემოებების გამო შესაძლებელია გამკაცრებულ იქნეს ფიტოსანიტარული და ვეტერინარული კონტროლი. ამ დროს, საბაჟო ორგანო ვალდებულია მოითხოვოს კვების პროდუქტების დათვალიერება და სპეციალური ნებართვის წარმოდგენა, რომლის გარეშეც იკრძალება ქვეყნის ტერიტორიაზე კვების პროდუქტების შემოტანა
იკრძალება ხორცისა და ხორცის პროდუქტების, რძისა და რძის პროდუქტების შემოტანა შესაბამისი ვეტერინარული სერტიფიკატის წარმოდგენის გარეშე
აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის (თამბაქოს ნაწარმი, ლუდი და სხვა ალკოჰოლური სასმელი) საბაჟო გადასახდელებისაგან გათავისუფლებულ საქონელზე მეტი ოდენობის შემოტანისას, საჭიროა, რეგისტრირებული იყოთ აქციზის გადამხდელად და წინასწარ შეიძინოთ აქციზური მარკები, ანუ გადაიხადოთ აქციზისა და აქციზური მარკების ნომინალური ღირებულება
ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, შხამიანი, მომწამვლელი, რადიოაქტიური ან ფეთქებადი ნივთიერებების, შეიარაღების, ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელი მასალის ან მოწყობილობის შემოტანა/გატანა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მასობრივი განადგურების იარაღის შესაქმნელად მკაცრად შეზღუდულია ან აკრძალულია. ამ მოთხოვნების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად