GEO ENG
საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები

საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები

საქართველოში მოქმედებს საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები.
საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადებია ის გადასახადები, რომელთა გადახდა სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
ადგილობრივი გადასახადებია საგადასახადო კოდექსით დაწესებული და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების ნორმატიული აქტებით შემოღებული გადასახადები (ზღვრული განაკვეთების ფარგლებში), რომელთა გადახდა სავალდებულოა შესაბამისი სუბიექტების ტერიტორიაზე.

საერთო-სახელმწიფოებრივ გადასახადებს განეკუთვნება:

ადგილობრივ გადასახადებს განეკუთვნება: 

საშემოსავლო გადასახადი

საშემოსავლო გადასახადის გადამხდელი

რეზიდენტი ფიზიკური პირი;
არარეზიდენტი ფიზიკური პირი, რომელიც შემოსავალს იღებს საქართველოში არსებული წყაროდან.

დაბეგვრის ობიექტი

  1. რეზიდენტი ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
  2. საქართველოში არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით საქმიანობის განმახორციელებელი არარეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მუდმივ დაწესებულებასთან დაკავშირებულ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
  3. არარეზიდენტი ფიზიკური პირის ერთობლივი შემოსავალი, რომელიც დაკავშირებული არ არის მის მუდმივ დაწესებულებასთან, იბეგრება ამ კოდექსის 197-ე მუხლის შესაბამისად გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
  4. არარეზიდენტი ფიზიკური პირი, რომელიც შემოსავალს იღებს ქონების რეალიზაციით, წარმოადგენს საშემოსავლო გადასახადის გადამხდელს კალენდარული წლის განმავლობაში საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული ერთობლივი შემოსავლიდან, რომელიც მცირდება ამ პერიოდისათვის ასეთი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული გამოქვითვების თანხებით.

ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქონების რეალიზაციით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება:
ა) რეზიდენტი იურიდიული პირის ჩვეულებრივი აქციების ან პარტნიორის წილის რეალიზაციით მიღებული ნამეტი;
ბ) ამ კოდექსის მე-12 მუხლის მე-13 ნაწილში აღნიშნული აქტივებით მიღებული შემოსავლები; (25.05.2006. N3138)
გ) ამ კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ“ ან ,,ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ქონების რეალიზაციით მიღებული ნამეტი;
დ) სხვა ქონების რეალიზაციით მიღებული ნამეტი.

გადასახადის განაკვეთი

ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 15%-ით

გადასახადისაგან განთავისუფლება

საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკურ პირთა შემოსავლების შემდეგი სახეები:
ა) არარეზიდენტის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე უცხოეთის დიპლომატიურ და მასთან გათანაბრებულ დაწესებულებებში დაქირავებით მუშაობით მიღებული შემოსავლები;
ბ) ფიზიკური პირის მიერ მიღებული გრანტი, სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია, სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია, მაგროვებადი და დაბრუნებადი ხასიათის არასახელმწიფო საპენსიო სქემიდან მიღებული პენსია განხორციელებული შენატანების ოდენობით, სახელმწიფო სტიპენდია, სახელმწიფო ბიუჯეტში ან ავტონომიური რესპუბლიკების ან ადგილობრივ ბიუჯეტებში გათვალისწინებული ასიგნებებით გამოყოფილი დახმარება ან ერთჯერადი განაცემი (მათ შორის, ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიოს ან/და ევროპის ჩემპიონატებში გამარჯვებისათვის ან/და საპრიზო ადგილების დაკავებისათვის სპორტსმენების და მათი მწვრთნელების მიერ მიღებული ფულადი და სხვა სახის ჯილდოები); (23.12.2005. N2467)
      გ) ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიოს ან/და ევროპის ჩემპიონატებში გამარჯვებისათვის ან/და საპრიზო ადგილების დაკავებისათვის სპორტსმენების და მათი მწვრთნელების მიერ მიღებული ფულადი და სხვა სახის ჯილდოები;
დ) ალიმენტი;
ე) განქორწინების საფუძველზე ფიზიკური პირის მიერ მიღებული ქონების ღირებულება (შემოსავალი);
ვ) ფიზიკური პირის მიერ: (26.12.2008  N 871. ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან)
ვ.ა) 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) მასზე დამაგრებული მიწით რეალიზაციით მიღებული ნამეტი. აღნიშნული 2-წლიანი ვადა აითვლება საქართველოს საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი (წარსადგენი) საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღის მიხედვით, ხოლო „რეალიზაციით მიღებული ნამეტი“ იანგარიშება, როგორც სხვაობა საცხოვრებელი ბინის (სახლის) მასზე დამაგრებული მიწით რეალიზაციის ფასსა და მასზე საკუთრების უფლების წარმოშობისას მისი შეძენის ფასს შორის, გარდა საკუთრების უფლების უსასყიდლოდ მიღებისა (სახელმწიფო პრივატიზებისას, ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებისას ან სხვა შემთხვევებში), როდესაც ნამეტი იანგარიშება, როგორც სხვაობა უსასყიდლოდ მიღებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) მასზე დამაგრებული მიწით რეალიზაციის ფასსა და მიღების მომენტში მის საბაზრო ფასს შორის;
ვ.ბ) საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან 6 თვეზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციით მიღებული ნამეტი;
ვ.გ) 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი, გარდა ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული აქტივებისა ან/და ამ ქვეპუნქტის „ვ.ა“ და „ვ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნული 2-წლიანი ვადა უძრავი ქონების რეალიზაციის შემთხვევაში აითვლება საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი (წარსადგენი) საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღის მიხედვით, ხოლო „რეალიზაციით მიღებული ნამეტი“ იანგარიშება, როგორც სხვაობა ქონების რეალიზაციის ფასსა და მასზე საკუთრების უფლების წარმოშობისას მისი შეძენის ფასს შორის, გარდა საკუთრების უფლების უსასყიდლოდ მიღებისა (სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას, ქონების ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებისას ან სხვა შემთხვევებში), როდესაც ნამეტი იანგარიშება, როგორც სხვაობა უსასყიდლოდ მიღებული ქონების რეალიზაციის ფასსა და მიღების მომენტში მის საბაზრო ფასს შორის;
ვ1) საწარმოს ლიკვიდაციის ან კაპიტალის შემცირების გზით ამ საწარმოს პარტნიორ ფიზიკურ პირზე წილის სანაცვლოდ უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემით მიღებული ნამეტი, თუ საწარმოს წილზე ფიზიკური პირის საკუთრების უფლების წარმოშობიდან გასულია 2 წელზე მეტი. ამ შემთხვევაში საკუთრების 2-წლიანი ვადა იანგარიშება ფიზიკური პირის მიერ ამ საწარმოში შესაბამისი წილის შეძენის დღიდან, ხოლო წილის სხვადასხვა დროს შეძენის შემთხვევაში 2-წლიანი ვადა იანგარიშება შესაბამისი წილის შეძენის თარიღიდან; (26.12.2008  N 871. ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან)
ზ) საგადასახადო წლის განმავლობაში I და II რიგის მემკვიდრეების მიერ ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულება;
თ) საგადასახადო წლის განმავლობაში ფიზიკური პირისაგან 1000 ლარამდე ღირებულების, ჩუქებით მიღებული ქონების ღირებულება;
ი) საგადასახადო წლის განმავლობაში III და IV რიგის მემკვიდრეების მიერ 150 000 ლარამდე ღირებულების, ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულება; (25.05. 2006. N3138)
კ) ფიზიკური პირისათვის (დონორისათვის) გაღებული სისხლის საკომპენსაციო კვებისათვის გაცემული თანხა;
ლ) იმ მეწარმე ფიზიკურ პირთა შემოსავალი, რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას და დამოუკიდებლად ახორციელებენ მხოლოდ „ეკონომიკური საქმიანობის სახეების ეროვნული კლასიფიკატორის“ (NACE) შესაბამისად განსაზღვრული ცალკეული კატეგორიის ეკონომიკური საქმიანობიდან ერთ-ერთს:


მოგების გადასახადი

მოგების გადასახადის გადამხდელი

- საქართველოს საწარმო;

- უცხოური საწარმო, რომელიც საქართველოში საქმიანობას ახორციელებს მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან/და შემოსავალს იღებს საქართველოში არსებული წყაროდან;

- უცხოური პირი, რომელიც არ არის ფიზიკური პირი, ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოში და არ დაასაბუთებს თავის თანამფლობელობას საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის მიხედვით;
 

- არარეზიდენტი იურიდიული პირები, რომელთა შემოსავლები საქართველოში არ მიეკუთვნება მათ მუდმივ დაწესებულებას;

საგადასახადო განაკვეთი

განაკვეთი დასაბეგრი მოგების მიმართ:
2008 წლის პირველი იანვრის შემდგომ პერიოდებზე 15% 

არარეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოს წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე, მ.შ:

-რისკის დაზღვევის და გადაზღვევის საფუძველზე, საერთაშორისო კავშირგაბმულობის ტელესაკომუნიკაციო და საეთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის მიღებული თანხებზე, ქონების ლიზინგით გაცემიდან მიღებულ შემოსავლებზე და საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელებისას არარეზიდენტი ქვეკონტრაქტორების შემოსავლებზე 4%.

დივიდენდებზე, პროცენტებზე და სხვა შემოსავლებზე 10%.

დეკლარაციის წარდგენის ვადა

საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე

სურვილით გადაანგარიშების მიზნით საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე (გარდა დივიდენდებისა და პროცენტების მიმღები პირებისა)

გადასახადის გადახდის ვადა

საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე. მიმდინარე გადასახდელების: საანგარიშო წლის 15 მაისი, 15 ივლისი, 15 სექტემბერი, 15 დეკემბერი. შენიშვნა: 2008 წლის მიმდინარე გადასახდელები იანგარიშება 2007 წლის დასაბეგრი მოგების 15%-დან

შემოსავლის მიღების თარიღი (უკავდება გადახდის წყაროსთან)
 

დამატებითი ღირებულების გადასახადი

გადასახადის გადამხდელია

პირი, რომელიც რეგისტრირებულია ან ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად;

არარეზიდენტი, რომელიც ეწევა მომსახურებას საქართველოში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისა და მუდმივი დაწესებულების გარეშე, დღგ-ის გადამხდელად ითვლება ამ მომსახურებაზე და ექვემდებარება უკუდაბეგვრას სსკ-ს 241-ე მუხლის შესაბამისად;

პირი, რომელიც არ არის დღგ-ის გადამხდელი, მაგრამ ახორციელებს საქონლის დასაბეგრ იმპორტს ან დროებით შემოტანას საქართველოში, დღგ-ის გადამხდელად ითვლება მხოლოდ ამ იმპორტზე ან დროებით შემოტანაზე.

სავალდებულო რეგისტრაცია ეკუთვნის

პირს, რომელიც:

- ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში მის მიერ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს;

- ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ახორციელებს აქციზური საქონლის წარმოებას ან/და იმპორტს (გარდა საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილების იმპორტისა ან/და მიწოდებისა), 

- ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მოსალოდნელი ერთჯერადი ოპერაციის შედეგად ან/და ერთ დღეში დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა აღემატება 100 000 ლარს

დღგ-განაკვეთები

დღგ-ის განაკვეთი შეადგენს დასაბეგრი ბრუნვის ან დასაბეგრი იმპორტის თანხის 18 პროცენტს.

დეკლარაციის წარდგენის ვადა

ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა  

გადასახადის გადახდიბოლო თარიღი

ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15რიცხვისა

ქციზის გადასახადი

გადამხდელი

აქციზის გადამხდელია პირი, რომელიც:
აწარმოებს აქციზურ საქონელს საქართველოში – თავის მიერ წარმოებულ საქონელზე (მათ შორის დამკვეთის ნედლეულით წარმოებულზე);

ახორციელებს ბუნებრივი აიროვანი კონდენსატის ან/და ბუნებრივი აირის მიწოდებას ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის – ასეთ მიწოდებაზე

ახორციელებს აქციზური საქონლის იმპორტს საქართველოში – თავის მიერ განხორციელებულ იმპორტზე;

ახორციელებს აქციზური საქონლის ექსპორტს – თავის მიერ განხორციელებულ ექსპორტზე;*

დაბეგვრის ობიექტი

დასაბეგრი ოპერაცია:
ა) მწარმოებლის მიერ საქართველოში წარმოებული აქციზური საქონლის მიწოდება ან/და საწარმოს საწყობიდან სარეალიზაციოდ გატანა;
ბ) მწარმოებლის მიერ დამკვეთის ნედლეულით საქართველოში წარმოებული აქციზური საქონლის გადაცემა დამკვეთისათვის;
გ) საკუთარი წარმოების აქციზური საქონლის გამოყენება არააქციზური საქონლის წარმოებისათვის;

ბუნებრივი აიროვანი კონდენსატის ან/და ბუნებრივი აირის მიწოდება ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის;

საქართველოში აქციზური საქონლის იმპორტი;

დროებით შემოტანილი საქონელი; 

აქციზური საქონლის ექსპორტი.

აქციზური საქონლის სახეობები

1) სპირტი და ალკოჰოლური სასმელები, ლუდი;
2) თამბაქოს ნაწარმი (თამბაქოს ნედლეულის გარდა) - ექვემდებარება აქციზური მარკებით ნიშანდებას;
3) მსუბუქი ავტომობილების იმპორტი;
4) ბუნებრივი აიროვანი კონდენსატი და ბუნებრივი აირი გარდა მილსადენისა;
5) ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მიღებული ბიტუმოვანი ქანებისაგან, ნედლის გარდა;
6) ზეთები და ქვანახშირის ფისებისაგან მაღალ ტემპერატურაზე გამოხდილი პროდუქტები;
7) ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები;
8) პიროლიზის თხევადი პროდუქტი;
9) მისართი, გამხსნელი, ანტიდეტონატორი;
10) საპოხი მასალები და საშუალებები;

შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართი

ანგარიშგება

დეკლარაციის წარდგენა ხდება საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისთვის

გადახდის ვადა

აქციზი გადახდას ექვემდებარება დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისთვის;
აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის შემთხვევაში - აქციზური მარკების შეძენისას

საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის ყოველი თვის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე _ აქციზის თანხის 3%, ხოლო ბოლო გადახდა – საბაჟო რეჟიმის დასრულების დღეს;

ექსპორტისას

შენიშვნა

თამბაქოს ნაწარმი, აგრეთვე 50 გრამიდან 10 ლიტრამდე მოცულობის ჭურჭელში ჩამოსხმული ალკოჰოლური სასმელები, მ.შ ლუდი, ექვემდებარება აქციზური მარკებით ნიშანდებას


*შენიშვნა: აქციზის გადამხდელის მიერ აქციზური საქონლის ექსპორტი, შავი ან ფერადი ლითონების ჯართის გარდა, იბეგრება აქციზის ნულოვანი განაკვეთით
ფიზიკური პირის მიერ საკუთრი მოხმარებისათვის წარმოებული ალკოჰოლური სასმელები, აგრეთვე 2 ლიტრი ალკოჰოლური სასმელისა და 200 სიგარეტის იმპორტი თავისუფლდება აქციზისაგან

საბაჟო გადასახადი

გადასახადის გადამხდელი

საბაჟო გადასახადის გადამხდელი არის პირი, რომელიც საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადააადგილებს საქონელს.

დაბეგვრის ობიექტი

საბაჟო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია იმ საქონლის საბაჟო ღირებულება, რომელიც გადაკვეთს საქართველოს საბაჟო საზღვარს, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი

დაბეგვრის განაკვეთი

საბაჟო გადასახადის 12%-იანი განაკვეთით იბეგრება შემდეგი საქონლის საბაჟო ღირებულება

გადასახადის დარიცხვისა და გადახდის წესი

საბაჟო გადასახადის დარიცხვა ხდება საქონლის საბაჟო ღირებულების მიხედვით (გარდა ამ კოდექსის 273 მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ხოლო გადახდა – საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას საბაჟო ორგანოების მიერ საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებამდე სხვა საბაჟო გადასახდელებთან ერთად.
2. საბაჟო გადასახადის გადახდის საფუძველია საბაჟო დეკლარაცია.

გადასახადისაგან გათავისუფლება

საბაჟო გადასახადისგან თავისუფლდება

ქონების გადასახადი

დასაბეგრი ქონება

საწარმოს (მ.შ. ინდმეწარმის) ქონება (გარდა მიწისა)

მიწა

ანგარიშგების ფორმა და ანგარიშგების წარდგენის ვადა

დეკლარაცია,
1 აპრილამდე

დეკლარაცია,
1 აპრილამდე

გადასახადის ოდენობას განსაზღვრავს

გადამხდელი

საგადასახადო ორგანო

საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ვადა

1 ივლისამდე

გადახდის ვადა

საანგარიშო წლის 15 ივნისამდე - (საავანსო); მომდევნო წლის 1 აპრილამდე- (დაზუსტებული)

15 ნოემბრამდე

ინფორმაციები მიიღება:

-თვითმმართველობიდან და საჯარო რეესტრიდან (მიწაზე)

01.04-მდე

- შსს-დან  (ავტომობილის შესახებ)  

01.06-მდე

- საჰაერო და საზღვაო ადმინისტრაციებიდან  

01.04-მდე


MARKET.GE - Georgian Market - Georgia Business Directory & Trade Centre - Tbilisi, Caucasus

ჩვენი დონორები





ჩვენი პარტნიორები







ვალუტის კურსი



ამინდის პროგნოზი

იტვირთება...


Copyright © PEOPLE IN NEED 2009