GEO ENG
გადამხდელის უფლებები და ვალდებულებები

გადასახადის გადამხდელთა უფლებები
უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა
გადასახადის გადამხდელთა ვალდებულებები
საგადასახადო აგენტთა ვალდებულებები

გადასახადის გადამხდელთა უფლებები
1. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს:
ა) საგადასახადო ორგანოებისაგან მიიღოს ინფორმაცია საგადასახადო კანონმდებლობის, გადასახადის გადამხდელთა უფლებების, საგადასახადო ორგანოთა და მათი თანამდებობის პირთა უფლებამოსილებების შესახებ, აგრეთვე საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე;
ბ) პირადად ან თავისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით წარმოადგინოს საკუთარი ინტერესები საგადასახადო ორგანოებში; საგადასახადო ურთიერთობისას ნებისმიერ დროს შეცვალოს თავისი წარმომადგენელი;
გ) ისარგებლოს საგადასახადო შეღავათებით ან გათავისუფლდეს გადასახადებისაგან საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით;
დ) დროულად დაიბრუნოს ან/და ჩათვალოს სხვა გადასახადების ვალდებულებათა ანგარიშში ზედმეტად გადახდილი ან/და ზედმეტად ამოღებული გადასახადის ან/და სანქციის თანხა;
ე) კანონით დადგენილი წესით გაეცნოს მის შესახებ საგადასახადო ორგანოებში არსებულ ინფორმაციას;
ვ) დაესწროს მის მიმართ ჩატარებულ გასვლით საგადასახადო შემოწმებას;
ზ) მიიღოს საგადასახადო შემოწმების აქტისა და საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების დედანი ან დამოწმებული ასლი, აგრეთვე „საგადასახადო მოთხოვნა“;
თ) საგადასახადო ორგანოთა თანამდებობის პირებს მოსთხოვოს კანონმდებლობის დაცვა გადასახადის გადამხდელებთან დაკავშირებულ მოქმედებათა განხორციელებისას;
ი) საგადასახადო ორგანოებსა და მათი თანამდებობის პირებს წარუდგინოს ახსნა-განმარტებები ჩატარებულ საგადასახადო შემოწმებათა აქტების შესახებ, აგრეთვე გადასახადების გამოანგარიშებისა და გადახდის თაობაზე;
კ) ამ კოდექსით განსაზღვრული გარემოებების არსეობისას დადგენილი წესით მოითხოვოს მის მიერ ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევის შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება, პასუხისმგებლობის შემსუბუქება ან პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება;
ლ) კანონით დადგენილი წეესით განსაზღვროს მისთვის წარდგენილი „საგადასახადო მოთხოვნა“, აგრეთვე საგადასახადო ორგანოთა და მათი თანამდებობის პირთა სხვა გადაწყვეტილებები და ქმედებები;
მ) არ შეასრულოს საგადასახადო ორგანოთა და მათი თანამდებობის პირთა ამ კოდექსთან და საქართველოს სხვა კანონებთან შეუსაბამო აქტები და მოთხოვნები;
ნ) საგადასახადო ორგანოებს და მათი თანამდებობის პირებს მოსთხოვოს საგადასახადო საიდუმლოების დაცვა;
ო) კანონით დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს საგადასახადო ორგანოთა და მათი თანამდებობის პირთა უკანონო გადაწყვეტილებების ან ქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება;
პ) სამართალდამცავ და სხვა მაკონტროლებელ ორგანოებს, გარდა საგადასახადო ორგანოებისა, არ წარუდგინოს დოკუმენტები, რომლებიც დაკავშირებულია გადასახადების დაბეგვრის ობიექტების განსაზღვრასთან, გადასახადების გამოანგარეიშებასთან და გადახდასთან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ კოდექსით ასეთი უფლებამოსილება დაგაცემული აქვს სხვა ორგანოებს.
2. გადასახადის გადამხდელის უფლებები არ შემოიფარგლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლებებით.


გადასახადის გადამხდელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა
1. გარანტირებულია გადასახადის გადამხდელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა ადმინისტრაციული და სასამართლო წესით.
2. გადასახადის გადამხდელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის წესები განისაზღვრება ამ კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
3. გადასახადის გადამხდელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის ვალდებულებათა შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.


გადასახადის გადამხდელთა ვალდებულებები
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია:
ა) შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით;
ბ) ამ კოდექსით დადგენილი წესით აღიცხვაზე დადგეს შესაბამის საგადასახადო ორგანოებში, ხოლო „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებული საწარმო და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები ვალდებული არიან, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსითა და ამ კოდექსით დადგენილი წესით გაიარონ სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია ადგილმდებარეობის მიხედვით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში;
გ) გადასახადების გამოანგარიშებისა და გადახდის მიზნით საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით აღრიცხოს შემოსავლები, ხარჯები და გადასახადების დაბეგვრის ობიექტები;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები, ცნობები და ბუღალტრული ანგარიშგება იმ გადასახადებზე, რომელთა მიმართაც იგი ითვლება გადასახადის გადამხდელად;
ე) საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას ან ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში საგადასახადო ორგანოებსა და მათი თანამდებობის პირებს წარუდგინოს გადასახადების გამოსაანგარიშებლად და გადასახდელად საჭირო დოკუმენტები (ცნობები);
ვ) შეასრულოს საგადასახადო ორგანოებისა და მათი თანამდებობის პირთა კანონიერი მოთხოვნები საგადასახადო კანონმდებლობის გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრასთან დაკავშირებით, აგრეთვე ხელი არ შეუშალოს ამ თანამდებობის პირებს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას;
ზ) განაცხადოს საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის ან გადასახადებისაგან გათავისუფლების შესახებ და საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოს ან საგადასახადო აგენტს წარუდგინოს საგადასახადო შეღავათების სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები;
თ) უზრუნველყოს იმ დოკუმენტების შენახვა, რომელთა საფუძველზედაც ხდება გადასახადების დაბეგვრის აღრიცხვა და საგადასახადო დეკლარაციების შედგენა, აგრეთვე შემოსავლისა და მოგების მიღების, გაწეული ხარჯებისა და გადახდილი ან/და დაკავებული გადასახადების დამადასტურებელი დოკუმენტების შენახვა 6 წლის ვადით;
ი) შეასრულოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებები.
2. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ადგილის აღრიცხვის მიხედვით საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ცნობები:
ა) ბანკებში და საბანკო ოპერაციების განმახორციელებელ სხვა ორგანიზაციებში საბანკო ან სხვა ანგარიშების გახსნის შესახებ, ასეთი ანგარიშების გახსნიდა 5 დღის ვადაში. ამასთან, საქართველოს საწარმოები, საქართველოს ორგანიზციები და მეწარმე ფიზიკური პირები წარადგენენ ინფორმაციას როგორც საქართველოში, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ გახსნილი ანგარიშების შესახებ, ხოლო უცხოური საწარმოები და ორგანიზაციები - მხოლოდ საქართველოში გახსნილი ანგარიშებისა და იმ ანგარიშების შესახებ, რომლებითაც, ისინი ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოში;
(ა) ბანკებში და საბანკო ოპერაციების განმახორციელებელ სხვა ორგანიზაციებში საბანკო ანგარიშების (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშებისა) გასხსნის შესახებ, ასეთი ანგარიშების გახსნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. ამასთანავე, საქართველოს საწარმოები, საქართველოს ორგანიზაციები და მეწარმე ფიზიკური პირები წარადგენენ ინფორმაციას როგორც საქართველოში, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ გახსნილი ანგარიშების შესახებ, ხოლო უცხოური საწარმოები და ორგანიზაციები - მხოლოდ საქართველოში გახსნილი ანგარიშებისა და იმ ანგარიშების შესახებ, რომლებითაც ისინი ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოში; (11.07.2007. №5280 ამოქმედდეს საბანკო დაწესებულებებში საბანკო ანგარიშების გახსნის წესის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ახალი ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან).
ბ) საწარმოს („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საწარმოს გარდა) ქვედანაყოფების რეგისტრაციის, რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შესახებ მათი რეგისტრაციიდან, რეორგანიზაციიდან ან ლიკვიდაციიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს ფინანსთა  მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად;
გ) საწარმოს („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საწარმოს გარდა) გაკოტრებულად გამოაცხადებს ლიკვიდაციის ან  რეორგანიზაციის შესახებ ასეთი გადაწყვეტილების მირებიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად;
დ) თავისი („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საწარმოსა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების გარდა) საქმიანობის შესახებ, ასეთი გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.
3. გადასახადის გადამხდელი ამ მუხლით გათვალისწინებულ ცნობებს საგადასახადო ორგანოს წარუდგენს მხოლოდ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმით.
4. საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათავლისწინებული პასუხისმგებლობა.


საგადასახადო აგენტთა ვალდებულებები
1. საგადასახადო აგენტი ვალდებულია:
ა) სწორად და დროულად გამოიანგარიშოს, გადასახადის გადამხდელს დაუკავოს და შესაბამის ბიუჯეტებში გადარიცხოს სათანადო გადასახადები;
ბ) აღრიცხოს ყოველი გადასახადის გადამხდელისათვის დარიცხული და მის მიერ გადახდილი შემოსავლები, აგრეთვე დარიცხული, დაკავებული და ბიუჯეტში გადარიცხული გადასახადები;
გ) საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს გადასახადების გამოანგარიშების, დაკავებისა და გადახდის სისწორის კონტროლის განსახორციელებლად აუცილებელი დოკუმენტები;
დ) შეასრულოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებები.
2. საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში საგადასახადო აგენტს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

MARKET.GE - Georgian Market - Georgia Business Directory & Trade Centre - Tbilisi, Caucasus

ჩვენი დონორები





ჩვენი პარტნიორები







ვალუტის კურსი



ამინდის პროგნოზი

იტვირთება...


Copyright © PEOPLE IN NEED 2009