GEO ENG

25-26 მარტი. ფოკუს-ჯგუფები ხონის რაიონის მიზნობრივი თემების მოსახლეობასთან

ამა წლის 25-26 მარტს ჩატარდა ფოკუს-ჯგუფები ხონის რაიონის მიზნობრივ თემებში. წინასწარი კონსულტაციების შედეგად სამუშაოდ შერჩეული იქნა 5 თემი, კერძოდ კუხი, ქ. ხონი, ნახახულევი, ქუტირი და ივანდიდი.


ფოკუს-ჯგუფების მიზანი იყო მცირე ბიზნესის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა ჯგუფური დისკუსიის შედეგად, წარმოებული პროდუქციისა თუ მომსახურებისათვის გასაღების პერსპექტივის და რისკების შეფასება, სათემო საჭიროებათა განსაზღვრა, რომლის დაკმაყოფილებასაც მოხმარდება კონკრეტული თემიდან დაფინანსებული ყველა პროექტის ერთობლივი უკუგება.

ხონის რაიონში სასოფლო-სამეურნეო ბიზნესის ყველაზე პერსპექტიულ დარგებად მიჩნეული იქნა სასათბურე მეურნეობა, მეფრინველეობა, მეფუტკრეობა, კომბიკორმის დამზადება, ხილის საშრობი, თხილის მიმღები პუნქტი, მინი-ინკუბატორი. რაც შეეხება არასასოფლო-სამეურნეო ბიზნესის პერსპექტიულ მიმართულებებს, მათ შორის დასახელდა ავეჯის წარმოება, სახერხი, რკინის გადამამუშავებელი საწარმო, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების წარმოება და ფეხსაცმლის სამკერვალო. ხონის რაიონში კონკურსის შესახებ განცხადებაში უპირატესობა მიენიჭება სწორედ აღნიშნულ დარგებში წარმოდგენილ პროექტებს, ვინაიდან, თემის შეფასებით, სწორედ აქ დევს განვითარების მაქსიმალური პოტენციალი. რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს, რომ სხვა მიმართულებებით წარმოდგენილი პროექტები არ განიხილება.

ფოკუს-ჯგუფის დროს ასევე განისაზღვრა, თუ რა სათემო პრობლემების გადაჭრას  მოხმარდება დაფინანსებული ბენეფიციარების ერთობლივი უკუგება, რომელიც უნდა განხორციელდეს ამა წლის ბოლომდე. თანამონაწილეობის პრინციპიდან გამომდინარე, აღნიშნული სათემო პროექტების მონიტორინგში ჩართულნი იქნებიან ასევე ფოკუს-ჯგუფზე დასახელებული თემის წარმომადგენლები. 

MARKET.GE - Georgian Market - Georgia Business Directory & Trade Centre - Tbilisi, Caucasus

ჩვენი დონორები





ჩვენი პარტნიორები







ვალუტის კურსი



ამინდის პროგნოზი

იტვირთება...


Copyright © PEOPLE IN NEED 2009