“ადამიანი გაჭირვებაში” ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაზე. თერჯოლის, წყალტუბოს და ხონის რაიონის ყველა მცხოვრებს, ვისაც სურს ახალი ბიზნესის ან განსაზღვრულ შემთხვევებში არსებული სასოფლო-სამეურნეო ან არასასოფლო-სამეურნეო ბიზნესის გაფართოვება, შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება. სხვა თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება შემდეგი მიზნობრივი თემებიდან წარმოდგენილ პროექტებს:
თერჯოლის რაიონი - ღვანკითი, ახალი თერჯოლა, გოდოგანი და ალისუბანი;
წყალტუბოს რაიონი - გუმბრა, ქ. წყალტუბო, გვიშტიბი, ცხუნკური, ოფურჩხეთი, გეგუთი და მაღლაკი;
ხონის რაიონი - კუხი, ნახახულევი, ქუტირი და ივანდიდი.
საგრანტო დოკუმენტაცია, განცხადების, რეგლამენტის და ბიზნეს განაცხადის ჩათვლით შეიძლება ჩამოტვირთული იქნას შემდეგ ლინკებზე:
თერჯოლა
წყალტუბო
ხონი
ჯგუფური კონსულტაციები ბიზნეს განაცხადის შევსებაზე ჩატარდება:
თერჯოლის რაიონის მცხოვრებლებისათვის: 6 და 12 აპრილს, 11 საათზე, თერჯოლის ახალგაზრდობის სასახლეში, მისამართზე: ქ. თერჯოლა, გიორგაძის №2.
წყალტუბოს რაიონის მცხოვრებლებისათვის: 6 და 12 აპრილს, 11 საათზე, წყალტუბოს გამგეობის სხდომათა დარბაზში, მისამართზე: ქ. წყალტუბო, რუსთაველის №25.
ხონის რაიონის მცხოვრებლებისათვის: 8 და 15 აპრილს, 11 საათზე, მისამართზე: ქ. ხონი, თავისუფლების №5.
დამატებითი კონსულტაცია ჩატარდება 16 აპრილს, 11 საათზე, “ადამიანი გაჭირვებაში”-ს ქუთაისის ოფისში, მისამართზე: ტ. ტაბიძის 29.