GEO ENG

6-16 აპრილი. საკონსულტაციო შეხვედრები მიზნობრივ თემებში ბიზნეს-გეგმის ფორმის შევსებაზე

ამა წლის 6-12 აპრილს ჩატარდა საკონსულტაციო შეხვედრები საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის ბიზნეს-გეგმის ფორმის შევსებასთან დაკავშირებით. თითოეულ რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრში, კერძოდ, ქქ. წყალტუბო, თერჯოლა და ხონი, ჩატარდა ორ-ორი ასეთი შეხვედრა და ერთი შეხვედრა დამატებით ჩატარდა “ადამიანი გაჭირვებაში”-ს ქუთაისის ოფისში.


შეხვედრების მიზანი იყო დამსწრეთათვის ბიზნეს-გეგმის შევსების წესის გაცნობა. კონსულტაციის პროგრამა იყო მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორც პროდუქტის/მომსახურების აღწერა, წარმოების გეგმა, მარკეტინგის გეგმა, ფინანსური გეგმა და სხვ. დამსწრეებს განემარტათ, თუ როგორ უნდა შეივსოს ბიზნეს-გეგმის თითოეული ნაწილი. ყოველი განმარტების შემდეგ მონაწილეები სიტყვიერად აღწერდნენ შესაბამის ნაწილს თავის ბიზნესთან მიმართებაში, რათა ნათელი წარმოდგენა შექმნოდათ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაშუქდეს ესა თუ ის ნაწილი. შეხვედრის დროს გამოყენებული იქნა ასევე ვიზუალური პრეზენტაცია სლაიდ შოუს სახით.


MARKET.GE - Georgian Market - Georgia Business Directory & Trade Centre - Tbilisi, Caucasus

ჩვენი დონორები





ჩვენი პარტნიორები







ვალუტის კურსი



ამინდის პროგნოზი

იტვირთება...


Copyright © PEOPLE IN NEED 2009