GEO ENG

9-10 ივნისი. გამოვლინდა საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები

ამა წლის 9 და 10 ივნისს ქ. ქუთაისში და ქ. თერჯოლაში ჩატარდა შესარჩევი კომისიის სხდომები, სადაც გამოვლინდა მცირე ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები.


სულ კონკურსის ჩარჩოში შემოვიდა 99 პროექტი, აქედან 40 თერჯოლის რაიონიდან, 43 წყალტუბოს რაიონიდან და 16 ხონის რაიონიდან. შერჩევის წინასწარ ეტაპზე კონკურსს გამოეთიშა 24 წარმოდგენილი პროექტი, ვინაიდან აღნიშნული განაცხადები არ შეესაბამებოდა შერჩევის კრიტერიუმებს და არ შეიცავდა ძირითად მოთხოვნილ ინფორმაციას. ადგილზე ვიზიტისა და გასაუბრების ეტაპზე კონკურსს გამოეთიშა კიდევ 22 განაცხადი, ვინაიდან გამოვლინდა წინაპირობების ნაკლებობა პროექტის წარმატებისათვის. შერჩევის შემდეგ ეტაპზე, ანუ ქულების მიხედვით შეფასებისას კონკურსს გამოეთიშა კიდევ 13 განაცხადი, რომლებმაც მიიღეს სავალდებულო მინიმუმზე ნაკლები ქულები. ბიზნეს ტრენინგის ეტაპზე მოხდა კონკურსში მონაწილეთა ბიზნეს-გეგმების ფინანსური და თხრობითი ნაწილების საბოლოო კორექტირება. ამ ეტაპზე შედარებით სუსტი აღმოჩნდა 7 განმცხადებელი. შერჩევის უკანასკნელი ეტაპს წარმოადგენდა კომისიის სხდომა, რომელშიც PIN-ის წარმომადგენლების გარდა შედიოდნენ ასევე მიზნობრივი თემების წარმომადგენლები და ბიზნეს ტრენერები. 9 ივნისს ქ. ქუთაისში, PIN-ის ოფისში, ჩატარდა კომისიის სხდომა, სადაც განხილული იქნა ხონის და წყალტუბოს რაიონებიდან წარმოდგენილი 18 პროექტი. და მიღებული იქნა საბოლოო გადაწყვეტილება დაფინანსების შესახებ, ხოლო 10 ივნისს ანალოგიური სხდომა ჩატარდა ქ. თერჯოლის ახალგაზრდობის სასახლეში. განხილული იქნა 12 პროექტი, რომელთაგან კომისიის მიერ საბოლოოდ მოწონებული იქნა 10.

თერჯოლის რაიონი

სახელი, გვარი მისამართი პროექტის დასახელება
დადუნაშვილი გელა ღვანკითი მესათბურეობა
მემანიშვილი ფრიდონი ახალი თერჯოლა მესათბურეობა
ლანჩავა კობა გოდოგანი მეფუტკრეობა
ჟორჟოლაძე კონსტანტინე სიქთარვა მეცხვარეობა
ბარბაქაძე მიხეილი სიქთარვა სოკოს მოყვანა
ბუბაშვილი ავთანდილი სიქთარვა მეფუტკრეობა
კენჭოშვილი ლევანი ზედა საზანო მეცხვარეობა
კუპატაძე თეა ზედა საზანო საინფორმაციო ცენტრი
რობაქიძე ვალერიანე რუფოთი მეცხვარეობა
ქათამაძე დავითი ეწერი მექათმეობა

წყალტუბოს რაიონი

სახელი, გვარი მისამართი პროექტის დასახელება
ჩანქსელიანი ლევანი გუმბრა მეთევზეობა
ზვიადაძე კოტე ბანოჯა ავტოსერვისი
ყურაშვილი ანდრო ქ. წყალტუბო მეფუტკრეობა
ბენდელიანი ციცინო ჩუნეში მეცხვარეობა
არქანია ბესარიონი წ. წყალტუბო ავეჯის წარმოება
კაპანაძე პავლე გვიშტიბი საცხობი
დოლაბერიძე თემური
მაღლაკი მესათბურეობა
ბოდოკია ამირანი მაღლაკი მესათბურეობა
ჯავახაძე ივანე მაღლაკი მესათბურეობა
მამაგეიშვილი ეთერი მაღლაკი მესათბურეობა
ქვაჩაკიძე ავთანდილი მიწაწითელი მესათბურეობა
გოგონაძე გენადი საყულია მესათბურეობა
გუბელაძე ნარგიზა პატრიკეთი მესათბურეობა
ჩეგიანი ნინო ქ. წყალტუბო დაზგაზე ქსოვა
კუჭავა შალვა პირველი წყალტუბო მეფუტკრეობა

ხონის რაიონი

სახელი, გვარი მისამართი პროექტის დასახელება
შავლაყაძე ირაკლი კუხი მექათმეობა
ლაკვეხელიანი გიორგი პატარა ჯიხაიში ფუტკრის რძის წარმოება
თოდუა ელგუჯა საწულუკიძეო სკების წარმოება

ვულოცავთ გამარჯვებული განაცხადების ავტორებს!

 

MARKET.GE - Georgian Market - Georgia Business Directory & Trade Centre - Tbilisi, Caucasus

ჩვენი დონორები





ჩვენი პარტნიორები







ვალუტის კურსი



ამინდის პროგნოზი

იტვირთება...


Copyright © PEOPLE IN NEED 2009